აზერბაიჯანის პრემიერლიგის მეხუთე ტურში დავით ვოლკოვმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის გოლით „ზირამ“ ბაქოს „ნეფთჩი“ 1:0 დაამარცხა.
ვოლკოვმა მეტოქის კარში მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
დავითმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მეხუთე მატჩში მესამე გოლი გაიტანა. „ზირა“ კი სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველად ადგილზეა.