გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის“ გაფართოებულ შემადგენლობაში „ბეერსხოტთან“ დაპირისპირების წინ. ქართველი შემტევის შესახებ მატჩის წინ ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა კომენტარიც გააკეთა.
„გიორგი ჩაკვეტაძე ახლოს არის მოედანზე დაბრუნებასთან. ძვლის შეშუპება ისევ აქვს, საკმაოდ მტკივნეულია, ეს მე თვითონაც გამომიცდია, მაგრამ მოსალოდნელზე სწრაფად გამოჯანმრთელდა“, - თქვა დე დეკერმა.
შეგახსენებთ, ჩაკვეტაძემ ტრავმა 15 სექტემბერს ვენის „რაპიდთან“ მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. „გენტი“ ბელგიის იუპილერ ლიგაში 7 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-15 ადგილზეა. „ბეერსხოტთან“ მატჩი კი 4 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.