ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მცველი დანიელ კარვახალი ტრავმირებულია. როგორც "სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, დანის მარჯვენა მუხლის დაზიანება აქვს. აღნიშნული ტრავმის რეაბილიტაციას დაახლოებით ორი თვე სჭირდება.
კარვახალმა მიმდინარე სეზონში სამი მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის ენრიკემ ფეხბურთელი ოქტომბრის მატჩებისთვის გამოიძახა, თუმცა მისი შეცვლა მოუწევს.