კალათბურთი

1:16 | 2.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ ცსკა "ბარსელონასთან" ვერ გადაარჩინა

ევროლიგის 2020-2021 წლების სეზონმა სტარტი აიღო და პირველივე ტურში ტურნირის ფავორიტების, „ბარსელონასა“ და მოსკოვის ცსკა-ს დაპირისპირება შედგა.

ესპანელებმა რუსები აშკარად დაჯაბნეს და სრულად დამსახურებულად, საკმაოდ დამაჯერებლად, 76:66 იმარჯვეს.

თორნიკე შენგელია საკუთარ გუნდში გამორჩეული იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 32:33 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა. შენგელია ცსკა-ში როგორც ქულებისა და მოხსნების რაოდენობით, ისე მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებლით საუკეთესო იყო.

ამრიგად, ცსკა-მ ევროლიგის ახალი სეზონი მარცხით დაიწყო, მომდევნო ტურში კი 8 ოქტომბერს, თელ ავივის „მაკაბის“ დაუპირისპირდება.

0.116891