სხვა

11:24 | 1.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონის მარათონი - უმაყურებლოდ, ძველი მეტოქეებით და ახალი მარშრუტით

კორონავირუსის მიუხედავად, ლონდონის მარათონი მაინც გაიმართება. მაყურებლის გარეშე, ახალი მარშრუტი და ძველი მეტოქეები - ორი ლეგენდარული მორბენალი, კენიელი ელიუდ კიპჩოგე და ეთიოპიელი კენენისა ბეკელე. ასე მოკლედ შეიძლება წლევანდელი მარათონის დახასიათება. არ იქნებიან მოხალისეებიც. მხოლოდ ელიტარული სპორტსმენები ირბენენ.

დაკიდევ, გარბენისთვის სინოპტიკოსები უამინდბას ელიან, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკორდი მოსალოდნელი არაა. თუმცა ბეკელეს და კიპჩოგეს პაექრობა რეკორდის გარეშეც სეზონის მთავარი მოვლენაა.

მარათონის მონაწილეები ამჯერად სენტ ჯეიმს პარკის ირგვლივ ირბენენ და მას 20-ჯერ შემოუვლიან. გარემოსგან მათ მაღალი ღობეები გამოჰყოფს. 750 000 მაყურებლის ნაცვლად, გარბენს მხოლოდ ჟურნალისტები, მონაწილეთა მწვრთნელები და შეჯიბრის ოფიციალური პირები დაესწრებიან.

მრავალწრიანი მარშრუტი ახალი არ იქნება 35 წლის კიპჩოგესთვის (ეს მისი ოფიციალური ასაკია, თუმცა ბევრი თვლის, რომ გაცილებით მეტისაა), ვინც შარშან სწორედ წრეზე სირბილისას მოიგო ვენის მარათონი, რომლის ფინიშსაც საათსა და 59.40 წუთში მიაღწია. ეს მარათონების ისტორიაში საუკეთესო დროა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ოფიციალურად არ დაფიქსირდა. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ კენიელს პეისმეიკერი დაეხმარა. თუმცა კიპჩოგე მაინც რეკორდსმენია - ბერლინის 2018 წლის მარათონი 2 საათსა და 01.39 წუთში გაირბინა. ლონდნური მრათონ მას ოთხჯერ აქვს მოგებული.

38 წლის ბეკელემ სახელი ტრეკზე, უფრო მცირე დისტანციებზე მოიხვეჭა, სადაც მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ოქროს არაერთი მედალი აქვს მოპოვებული და მსოფლიო რეკორდებსაც (5000 და 10000 მეტრზე) ფლობს, რომლებსაც წლების განმავლობაში ვერავინ აუმჯობესებს. მარათონულ დისტანციებზე მისი საუკეთესო დრო 2 საათი და 01.41 წუთია, ანუ კიპჩოგეს რეკორდზე მხოლოდ 2 წამით უარესი! ის მანაც ბერლინში, შარშან დააფიქსირა.

0.071744