ფეხბურთი

2:03 | 1.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლამაზი და საშიში "ატალანტა"!

იტალიის სერია A-ს პირველი ტურის სამი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა და სამივეში სტუმართა უპირატესობა აშკარა იყო.

ანტონიო კონტეს ყოფილი თანაგუნდელის, ფილიპო ინძაგის წინააღმდეგ მოუწია დაპირისპირება - „ინტერმა“ „ბენევენტო“ მისსავე მოედანზე განადგურა. მილანური გრანდი როგორც ჩანს სეზონის დაწყებას ჩინებულ ფორმაში შეხვდა და წინა ტურში გატანილ 4 გოლს, ახლა 5 ბურთი მიაყოლა. 9 გოლი კი სეზონის საწყის ორ მატჩში „ინტერს“ ბოლოს 1961 წელს ჰქონდა გატანილი. რომელუ ლუკაკუც გამორჩეულია, რომელმაც დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად დაწინაურდა. ცხადია, „ბენევენტო“ საზომად ვერ გამოდგება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „ინტერი“ სკუდეტოს ერთ-ერთი მთავარი მაძიებელია, თუ მთავარი არა...

რამდენიმე დღის წინ ალესანდრო დელ პიერომ თქვა, სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტები „ინტერი“ და „ატალანტა“ არიანო. ძნელია არ დავეთანხმოთ, რადგან „ატალანტაც“ დიდებულია. „ტორინოსთან“ სტუმრად ცალი ფეხით, 4:2 მოგების შემდეგ ჯან პიერო გასპერინის გუნდი რომში „ლაციოს“ ესტუმრა და 4:1 სძლია. პირველივე ტაიმში იყო ყველაფერი გარკვეული, როდესაც ბერგამოელები 3:0-ს იგებდნენ. სხვათა შორის, 2016 წლიდან „ლაციომ“ მეორედ წააგო პირველი ტაიმი საკუთარ მოედანზე საბურთიანი სხვაობით და მაშინაც იგივე „ატალანტასთან“ დაემართა (2018-2019 წლების სეზონში). საოცარი გუნდია „ატალანტა“, 4 დღეში ორი რთული გასვლა მოიგო და 8 გოლი გაიტანა - ამ გუნდისგან ბევრ საინტერესოს უნდა ველოდოთ, შესაძლოა იმაზე მეტსაც, ვიდრე გასულ სეზონში ვნახეთ.

და ბოლოს, სერია A-ს დებიუტანტი „სპეცია“, რომელმაც ელიტაში პირველად მოიგო. დაამარცხა რა, უდინეში, „უდინეზე“ 2:0. „სპეცია“ გახდა მეორე გუნდი ისტორიაში, რომელმაც სერია A-ში პირველივე საგარეო თამაში მოიგო. მანამდე იგივე 2001 წელს ვერონას „კიევოს“ ჰქონდა გაკეთებული.

„ბენევენტო“ – „ინტერი“ 2:5 (1:4)

გოლები: 0:1 ლუკაკუ (1), 0:2 გალიარდინი (25), 0:2 ლუკაკუ (28), 1:3 კაპრარი (34), 1:4 ჰაკიმი (42), 1:5 ლაუტარო მარტინესი (71), 2:5 კაპრარი (76)

„უდინეზე“ – „სპეცია“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 გალაბინოვი (29), 0:2 გალაბინოვი (90)

„ლაციო“ – „ატალანტა“ 1:4 (0:3)

გოლები: 0:1 გოსენსი (10), 0:2 ჰატებური (32), 0:3 გომესი (41), 1:3 კაისედო (57), 1:4 გომესი (72)

თეგებისერია A
0.170316