ფეხბურთი

22:45 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" ლემარი იჯარის წესით დამატება სურს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევმა ტომა ლემარმა შესაძლოა მიმდინარე სეზონი იჯარის წესით "ბაიერნში" გაატაროს. როგორც Sport Bild-ი იუწყება, მიუნხენელები შეეცდებიან ფრანგის იჯარა "ატლეტიკოსთან" შეათანხმონ.

ლემარი მადრიდელებმა 2018 წელს "მონაკოდან" 70 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. გასულ სეზონში ტომამ 29 მატჩი ჩაატარა და თავი ვერაფრით გამოიჩინა. საშუალოდ გასულ სათამაშო წელს ლემარი 40 წუთს თამაშობდა ერთ მატჩში. ლემარი სატრანსფერო ღირებულება მადრიდში გადასვლის შემდეგ 70-დან 24 მილიონ ევრომდე დაეცა.

0.113899