ფეხბურთი

18:54 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

სპადაფორა: "სერია A-ს შეჩერების არანაირი პირობა არ არსებობს"

იტალიის სერია A-ს შეჩერების წინაპირობ არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა სარა ძამპამ სეზონის შეწყვეტისკენ მოუწოდა ფეხბურთის ფედერაციას, მას არდაეთანხმა სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა, რომლის განცხადებით, ახლა სეზონის შეჩერების არანაირი საფუძველი არ აქვთ.

„მინდა ოპტიმისტი ვიყო, არ არსებობს არანაირი პირობა ჩემპიონატის შესაჩერებლად. დაინფიცირებულთა რაოდენობის გამო პროტოკოლის გადახევდა? არა, ვფიქრობ, ამ მომენტში ეს საჭირო არაა, პროტოკოლი კარგია“, - თქვა სპადაფორამ.

იტალიაში განგაში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯენოაში“ ინფიცირების 14 შემთხვევა გამოვლინდა და მათ შორის 11 ფეხბურთელია. მოსალოდნელია, რომ გენუელთა უახლოესი მატჩი „ტორინოსთან“ გადაიდება, რადგან გუნდი კარანტინში იმყოფება.

ამასთან, საფრთხის ქვეშაა „იუვენტუსი“ – „ნაპოლის“ თამაშის გამართვაც, რადგან ნეაპოლელებმა კვირას „ჯენოასთან“ ითამაშეს და ტესტირებას გადიან. პირველი ტესტირება "ნაპოლიში" უკვე ჩატარდა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, ხოლო ხუთშაბათს განმეორებითი ტესტირება ჩატარდება და "იუვენტუსთან" თამაშიც ბედის ამის შემდეგ გადაწყდება.

თეგებისერია A
0.114205