ფეხბურთი

12:55 | 29.09.2020 | ნანახია 500 - ჯერ

უეფა „არარატ-არმენიას“ საშინაო მატჩს არ გადადებს

უეფაში განაცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტს, თუმცა, საომარი ვითარების მიუხედავად, „არარატ-არმენიას“ მატჩის გადადებას ჯერჯერობით არ აპირებენ - გვამცნობს «РИА Новости» ორგანიზაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს, ევროპა ლიგის პლეი ოფში „არარატ-არმენიამ“ სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ უბდა უმასპინძლოს.

მანამდე სომხურმა კლუბმა ტურნირიდან სლოვენიური „ცელიე“ (1:0) და ლუქსემბურგის „ფოლა“ (4:3) გამოთიშა. მანამდე კი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში კვიპროსულ „ომონიასთან“ დამარცხდა (0:1).


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:52 | 30.09.2020
araza-1918 (6330)

ნეიტრალური კარგია სომხების დაცვის უხეშობა ცნობილია ხვიჩა ჩაკვე არ დაგვიმტვრიონ

10:06 | 30.09.2020
araza-1918 (6330)

ლორია
კაკაბაძე კვირკვველია კაშია ტაბიძე
კანკავა კიტეიშვილი
კვარაცხელია ოქრიაშვილი ჩაკვეტაძე
ყაზაიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131138