ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტური „ენფილდ როუდზე“ დაიხურა, სადაც „ლივერპულმა“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში მიჯრით მესამე გამარჯვება იზეიმა.
არადა, ამ ტურამდე „არსენალიც“ უდანაკარგოდ მივიდა და ცხადია, „ენფილდს“ დიდი ამბიციით ესტუმრა, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდთან ჭიდილი ადვილი საქმე არაა. „მეთოფეებმა“ კარგად დაიწყეს და 25-ე წუთზე ალექსანდერ ლაკაზეტმა ანგარიშიც გახსნა, მაგრამ შემდეგ გოლები მხოლოდ „ლივერპულს“ გაჰქონა.
„წითლებმა“ სადიო მანესა და ენდრიუ რობერტსონის გოლებით პირველივე ტაიმში მოახერხეს დაწინაურება. შეხვედრას წერტილი პორტუგალიელმა დიოგო ჟოტამ დაუსვა, რომელმაც დებიუტი გოლით აღნიშნა და უკეთესს დასაწყისს ვერც ინატრებდა.
ამრიგად, „არსენალი“ პრემიერლიგას ქულათა მაქსიმუმით „ლესტერთან“ და „ევერტონთან“ ერთად ლიდერობს, ხოლო „არსენალიც“ იქვეა 6 ქულით.
„ლივერპული“ – „არსენალი“ 3:1 (2:1)
გოლები: 0:1 ლაკაზეტი (25), 1:1 მანე (28), 2:1 რობერტსონი (34), 3:1 ჟოტა (88)