კატალონიის „ბარსელონამ“ სეზონი დიდებულად დაიწყო, ყოველშემთხვევაში რონალდ კუმანის „ბარსა“ აშკარად შეცვლილია, „ვილიარეალთან“ ასე იყო.
კატალონურმა გრანდმა „ყვითელი სუმბარინა“ კუთხეში მიიმწყვდია და პირველივე ტაიმში ყველაფერს პასუხი გასცა. დიდებული იყო ანსუ ფატი, რომელსაც უკვე მე-19 წუთზე დუბლი ჰქონდა შესრულებული, მერე პენალტიც მოიპოვა, რომელიც ლიონელ მესიმ გაიტანა. არგენტინელის პირველი ოფიციალური გოლი, ცოტა ხნის წინ დატირალებული ცნობილი ამბების შემდეგ. „ბარსამ“ „ვილიარეალს“ მეოთხეც გაუტანა, უფრო სწორად სტუმრებმა გაიტანეს თავის კარში - პაუ ტორესმა.
მეორე ტაიმმა ფორმალური სახე მიიღო და 45 წუთიც ფორმალობაში გაილია. ამრიგად, კუმანის „ბარსელონას“ სტარტი ბრწყინვალეა და ვნახოთ რა იქნება შემდეგში.
მადრიდის „ატლეტიკომ“ შინ „გრანადა“ 6:1 გაანადგურა. დიეგო სიმეონეს გუნდი ბრწყინვალე იყო და ლუის სუარესის თამაშში ჩართვამდე ყველაფერი გადაწყვეტილიც გახლდათ, მაგრამ რაც „ელ პისტოლერომ“ გააკეთა, აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებს. სუარესმა 20 წუთი დაჰყო მინდორზე, ორი გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. შედეგად, ლუის სუარესი „ატლეტიკოს“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში დუბლი შეასრულა...
„ბარსელონა“ – „ვილიარეალი“ 4:0 (4:0)
გოლები: 1:0 ანსუ ფატი (15), 2:0 ანსუ ფატი (19), 3:0 მესი (35, პენ), 4:0 ტორესი (45, ა.გ)