იტალიური „მილანი“ ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია და კარგ ფეხბურთს აჩვენებს. „როსონერის“ მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი კმაყოფილია, მაგრამ მიიჩნევს, რომ პროგრესის გაგრძელება აუცილებელია, რომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ დონეზე ავიდნენ.
„უნდა გავაგრძელოთ გაუმჯობესება, რომ „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ გავუთანაბრდეთ. უფრო კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ. კმაყოფილი ვართ იმით, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ წინ რთული მატჩები გველოდება. „მილანის“ შესაფერისად უნდა ვითამაშოთ და ქულები მოვიპოვოთ. სირთულეების არ უნდა შეგვეშინდეს,უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთიანი გუნდი ვართ და ჩვენს ფეხბურთს ვთამაშობთ“, - თქვა პიოლიმ.
„მილანი“ სერია A-ს მეორე ტურში სტუმრად „კროტონეს“ 27 სექტემბერს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ „როსონერის“ 8 მარტის შემდეგ არ წაუგია და ეს იქამდე, სანამ კორონავირუსის პანდემიის გამო სეზონი შეწყდებოდა... მას შემდეგ კონკრეტულად იტალიის ჩემპიონატში „მილანი“ 13 თამაშია დაუმარცხებელია და აქედან 10 მოიგო.