ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კანდრევა კარიერას გენუის „სამპდორიაში“ გააგრძელებს. ლიგურიულმა გუნდმა 34 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
„სამპდორიამ“ კანდრევას კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა და 87-ნომრიანი მაისური გადასცა.
იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი 2016 წლიდან „ინტერში“ თამაშობდა. „ნერაძურის“ რიგებში მან 151 მატჩში 18 გოლი გაიტანა, მანამდე კი რომის „ლაციოში“, „ჩეზენაში“, „პარმაში“, „იუვენტუსში“, „ლივორნოსა“ და „უდინეზეში“ თამაშობდა.