ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „დენვერ ნაგეტსს“ 6 ქულიანი უპირატესობით 114:108 სძლია და 3:1 დაწინაურდა.
აღნიშნულ მატჩში „ლეიკერსისთვის“ გარდამტეხი პირველი პერიოდი გამოდგა, რომელიც ფრენკ ვოგელის გუნდმა 37:30 მოიგო და „დენვერმა“ მისი აღმოფხვრა ვერ მოახერხა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა „ლეიკერსის“ კალათბურთელმა ენტონი დევისმა ჩააგდო. 27 წლის ამერიკელმა არასრულ 41 წუთში 34 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ორმაგი დუბლით კი მხოლოს დუაიტ ჰოვარდი გამოირჩა. 34 წლის სპორტსმენმა საკუთარ გუნდს 12 ქულა 11 მოხსნა და 1 პასი შესძინა.
„დენვერის“ რიგებში 32 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯამალ მიურეი გამოდგა. რაც შეეხება ლებრონ ჯეიმსს, მან 26 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. ლეგენდარული კალათბურთელი როგორც ორმაგ, ასევე სამმაგ დუბლთან ახლოს იყო თუმცა ამისთვის 1 მოხსნა და 2 პასი დააკლდა. „ლეიკერსისა“ და „დენვერის“ მე-5 შეხვედრა 27 სექტემბერს გაიმართება.