ვეტერანი ურუგვაელი ფეხბურთელი დიეგო გოდინი „კალიარის“ ფეხბურთელია. სარდინიულმა გუნდმა ტრანსფერი საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად დაადასტურა.
გოდინმა „კალიარისთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის კუნძულელებს მილანის „ინტერიდან“ შეუერთდა, სადაც ბოლო სეზონი გაატარა.
34 წლის ურუგვაელი ანტონიო კონტეს გეგმაში არ შედიოდა და გასულ სეზონში „ნერაძურის“ ღირსება 36 მატჩში დაიცვა და 2 გოლი გაიტანა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სერია A-ში მას მხოლოდ 23-ჯერ მიეცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა.
გოდინს კარიერის საუკეთესო წლები (2010-2019) მადრიდის „ატლეტიკოში“ აქვს გატარებული, მანამდე კი „ვილიარეალის“, „ნასიონალისა“ „სეროს“ ღირსებას იცავდა.