„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი ანხელ დი მარია 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ - „მარსელის“ მატჩში მომხდარ ინციდენტზე იმსჯელა, როდესაც 5 ფეხბურთელი გააძევეს.
აღმოჩნდა, რომ დი მარიამ მეტოქის, ალვარო გონსალესის მიმართულებით გადააფურთხა და მკაცრი სასჯელი ამიტომაც მიიღო.
სანქცია ძალაში 28 სექტემბრიდან შევა, ამრიგად, არგენტინელი პსჟ-ს უახლოეს მატჩში „რეიმსთან“ დაეხმარება. სამაგიეროდ, „ანჟერთან“, „ნიმთან“, „დიჟონთან“ და „ნანტთან“ ვერ ითამაშებს.