ლუის სუარესის მდრიდის „ატლეტიკოში“ საბოლოოდ გადაწყდა. ხოსეპ მარია ბართომეუს ურუგვაელი ფეხბურთელია ადვოკატები შეხვდნენ და კონტრაქტის გაწყვეტაზე დაიყოლიეს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, „ბარსას“ პრეზიდენტს არ სურდა პირდაპირი კონკურენტის გაძლიერება და სამხრეთამერიკელის მადრიდში გაშვება, მაგრამ დათმობაზე წასვლა მოუწია. მოსალოდნელია, რომ სუარესი უახლოეს საათებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
„ელ პისტოლერო“ „როხიბლანკოსთან“ 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი „ბარსელონაში“ 2014 წელს „ლივერპულიდან“ გადავიდა და „ბლაუგრანას“ რიგებში დღემდე ჩატარებულ 283 მატჩში 198 გოლი გაიტანა. სუარესი „ბარსას“ ახალი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის სამომავლო გეგმებში არ შედის და კლუბიდან წასვლაც ამის გამო უწევს.