ფეხბურთი

15:32 | 19.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" ახალი რეკორდსმენი

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის პირველ ტურში გელზენკირხენის „შალკე“ 8:0 გაანადგურა და 81-ე წუთზე ჯამალ მუსიალამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მუსიალა „რეკორდმაისტერის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლი გაიტანა - 17 წლის და 205 დღის. ინგლისელმა როკე სანტა კრუზის რეკორდი დაამხო.

მუსიალა „ბაიერნმა“ ლონდონის „ჩელსის“ აკადემიიდან დაიმატა. სხვათა შორის, ის გერმანიაშია დაბადებული, უთამაშია ამავე ქვეყნის 16-წლამდე ნაკრებში, ახლა კი ინგლისის 17-წლამდე ნაკრების წევრია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11306