ფეხბურთი

1:20 | 17.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ნანატრი გოლი და გამარჯვება: დრაქსლერმა პარიზელებს ბოლო წუთზე მოაგებინა

„პარი სენ ჟერმენმა“ 2020-2021 წლების სეზონში ნანატრი გოლი გაიტანა და ნანატი გამარჯვება მოიპოვა. ასეა, ტომას ტუხელის გუნდმა სეზონი საშინლად დაიწყო და ლიგა 1-ში ორი ტურის თავზე უქულოდ და უგოლოდ იყო.

პსჟ-მ ჯერ „ლანსთან“ წააგო, მერე შინ „მარსელთან“, ორჯერვე 0:1 და მესამე ტურში მოკრძალებულ „მეცს“ დაუხვდა. ბუნებრივია, პარიზელთა სუსტი გამოსვა შესუსტებულ შემადგენლობასაც უკავშირდება, რადგან გუნდს კორონავირუსის გამო რამდენიმე ლიდერი აკლდა.

„მეცს“ კი ნეიმარის გარეშეც დაუხვდა, რომელიც დისკვალიფიკაციას იხდიდა. ამის მიუხედავად, მაინც ძნელი ამოსახსენელია რატომ დაიწყო პარიზულმა გუნდმა და ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალისტმა სეზონი ასე სუსტად.

პსჟ ძალიან ახლოს იყო სამი ტურის შემდეგ მოგებათა და გოლების გრაფაში კვლავ 0 წერებოდა, მაგრამ იულიან დრაქსლერმა იხსნა. გერმანელმა ნახევარმცველმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე „პარი სენ ჟერმენს“ სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა.

„პსჟ“ – „მეცი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 დრაქსლერი (90)

თეგებიპსჟლიგა 1
0.111816