ლონდონის „არსენალმა“ პიერ-ემერიკ ობამეიანგს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც ინგლისური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, გაბონელი „ემირეითს სთედიუმზე“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.
„თავს სახლში ვგრძნობ. ხელი მოვაწერე ახალ კონტრაქტზე და აქ თამაში მსურს. მინდა „არსენალის“ ლეგენდა გავხდე“, - თქვა პიერ-ემერიკმა.
ობამეიანგი „არსენალში“ 2018 წლიდან თამაშობს და 86 მატჩში 55 გოლი გაიტანა. ლონდონურ კლუბში მან ორჯერ ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო, ერთხელ კი სუპერთასი.