ფეხბურთი

10:23 | 15.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

როისმა გერმანიის თასზე რეკორდი დაამყარა

დორტმუნდის „ბორუსიის“ შემტევმა, მარკო როისმა, გერმანიის თასის პირველი რაუნდის მატჩში, „დუისბურგს“ (5:0) მინდორზე სულ სამი წამის შესულმა გაუტანა და ტურნირის რეკორდი დაამყარა.

როისმა თავი 57-ე წუთზე გამოიჩინა. მანამდე რეკორდი „ჰოფენჰაიმის“ ფრანგ თავდამსხმელს, ანტონი მოდესტს ეკუთვნოდა, რომელმაც 2014 წელს ფრანკფურტის „აინტრახტს“ მინდორზე შესვლიდან 12 წამში გაუტანა.

როისი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და 2020 წლის თებერვლის შემდეგ პირველად გამოიჩინა თავი.

0.112106