ფეხბურთი

22:45 | 14.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვატო არველაძის გუნდმა ლუკას ბილია დაიმატა

ვეტერანი არგენტინელი ნახევარმცველი ლუკას ბილია კარიერას „კარაგუმრუკში“ გააგრძელებს. 34 წლის ფეხბურთელი თურქულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ბილია ბოლო სამი სეზონი „მილანში“ თამაშობდა და 70 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე რომის „ლაციოში“, ბრუსელის „ანდერლეხტსა“ და „ინდეპენდიენტეში“ ითამაშა.

აქვე გეტყვით, რომ „კარაგუმრუკში“ ქართველი ფეხბურთელი ვატო არველაძე თამაშობს, რომელმაც თურქეთის სუპერლიგის პირველ ტურში „მალათიასფორთან“ (3:0) 87 წუთი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113633