„პარი სენ ჟერმენისთვის“ სეზონი კატასტროფულად დაიწყო. გარდა იმისა, რომ გუნდის ლიდერებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ, ტომას ტუხელის გუნდი ლიგა 1-ში 2 ტურის შემდეგ უქულოდ და უგოლოდა...
პარიზელებმა პირველ ტურში „ლანსთან“ წააგეს, ახლა შინ „მარსელი“ მიიღეს და ფრანგულ კლასიკოშიც მარცხი განიცადეს. პსჟ-ს ნეიმარი დაუბრუნდა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, მაგრამ ალბათ უმჯობესი იყო არ დაბრუნებოდა.
ბრაზილიელმა მატჩის ბოლოს მეტოქეს თავში ხელი წამოარტყა და ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ მსაჯმა 5 წითელი ბარათი გამოიყენა, მათ შორის ნეიმარიც გააძევა. მის გარდა, პარიზელებიდან კურზავა და პარედესი გააძევეს, ხოლო მარსელელებს ბენედეტო და ამავი გაუძევეს.
„მარსელმა“ კი საძულველი მეტოქე ფლორიან ტოვინის მატჩის დასაწყისშივე გატანილი გოლით დაამარცხა და ორ ტურში 6 ქულა აქვს. „პარი სენ ჟერმენს“? 2 თამაში, 0 გოლი და 0 ქულა.
საერთოდ, ტუხელის გუნდის აქტივს ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც თუ მივათვლით, ბოლო სამი მატჩი წააგო და სამივე ერთნაირი ანგარიშით - 0:1. პსჟ ლიგა 1-ში გასავარდნ ზონაში იმყოფება. უცნაურია, მაგრამ ფაქტია და ფაქტს ვერსად გავექცევით.
„პარი სენ ჟერმენი“ –„მარსელი“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ტოვინი (14)