კალათბურთი

0:38 | 14.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

იოკიჩის ფანტასტიკური თამაშით "დენვერმა" "კლიპერსთან" ანგარიში გაათანაბრა

NBA-ს პლეი-ოფში „დენვერ ნაგეტსმა“ სერიის მეექვსე მატჩში ლოს ანჯელეს „კლიპერსი“ დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა. შედეგად, გულშემატკივარს, წინ გადამწყვეტი მეშვიდე დუელი ელოდება.

„დენვერს“ უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა, დამარცხების შემთხვევაში სეზონს დაასრულებდა და მეტოქეს არაფერი დაუთმო. საბოლოოდ, „ნაგეტსმა“ 111:98 იმარჯვა და შანსი შეინარჩუნა.

საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა. სერბმა 34 ქულა, 14 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. „კლიპერსის“ ლიდერებმა პოლ ჯორჯმა და კავაი ლეონარდიმ კი შესაბამისად, 33 ქულა 6 მოხსნა, 3 პასი და 25 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი დააგროვეს.

„დენვერისა“ და „კლიპერსის“ სერიის მეშვიდე და გადამწყვეტი მატჩი 16 სექტემბერს გაიმართება.

0.120909