დონეცკის „შახტარი“ შესაძლოა დავით ხოჭოლავამ დატოვოს. ამის შესახებ უკრაინელი მედია ჟურნალისტ იგორ ბურბის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც ცნობილი გახდა, „მეშახტეებს“ ხოჭოლავასა და მარკინოს სიპრიანოს შემთხვევაში შეთავაზებები აქვთ. თუმცა კონკრეტულად სახელები არ გაჟღერებულა.
ცოტა ხნის წინ დანიის ჩემპიონ „კოპენჰაგენის“ მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა თქვა, რომ ხოჭოლავას ტრანსფერით დაინტერესებულნი იყვნენ.
ხოჭოლავა „შახტარში“ 2017 წელს ოდესის „ჩერნომორეციდან“ გადავიდა და დღემდე 68 მატჩში 3 გოლი გაიტანა და უკრაინის ჩემპიონი სამჯერ გახდა.