არგენტინის ეროვნული ნაკრების და მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა შესაძლოა კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს. როგორც TyC Sports-ი იუწყება, სამხრეთამერიკელის და "ბარსელონას" წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები განაახლეს.
არგენტინული გამოცემა იუწყება, რომ მარტინესის წარმომადგენლები ბარსელონაში არიან და ფეხბურთელის კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ფეხბურთელს "ინტერთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. ლაუტარო რონალდ კუმანის ერთ-ერთი სატრანსფერო მოთხოვნაა. მილანელები კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 111 მილიონ ევროს ითხოვენ.
მარტინესი "ინტერში" 2018 წელს "რასინგიდან" გადავიდა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახდა. გასულ სეზონში ლაუტარომ 49 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.