ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ საზოგადოებას თვითონ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აცნობა.
„ვარჯიშს დავუბრუნდი, ძალიან ბენდიერი ვარ“, - დაწერა ნეიმარმა ტვიტერში.
პსჟ-ში ახლა ინფიცირებული კიდევ 6 ფეხბურთელია: კეილორ ნავასი, მაურო იკარდი. მარკინიოსი, ანხელ დი მარია, ლეანდრო პარედესი და კილიან მბაპე.
შეგახსენებთ, პსჟ-მ გუშინ ლიგა 1-ის პირველი მატჩი ჩაატარა ახალ სეზონში და ლიდერების გარეშე „ლანსთან“ 0:1 წააგო.