„პარი სენ ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონი წარუმატებლად დაიწყო და „ლანსთან“ „სტად ბოლარზე“ მარცხი განიცადა.
მატჩის ბედი იგნატიუს განაგოს გოლმა გადაწყვიტა და „ლანსმა“ მიმდინარე სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვა. საერთოდ, ლიგა 1-ში უკვე არასრული ორი ტური ჩატარდა, პსჟ-მ სეზონში პირველი თამაში ჩაატარა, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლისთვის დასვენებისთვის დრო მისცეს.
აღსანიშნავია, რომ პარიზელებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს, რადგან 7 ფეხბურთელს, ნეიმარს, კეილორ ნავასს, კილიან მბაპეს, ლეანდრო პარედესს, ანხელ დი მარიას, მაურო იკარდისა და მარკინიოსს კორონავირუსი აქვთ.