ფეხბურთი

0:30 | 11.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "მომწონს, როდესაც მეტოქის ფანები მისტვენენ"

კრიშტიანუ რონალდუმ იმედი გამოთქვა, რომ გულშემატკივარი სტადიონზე მალე დაბრუნდება. პორტუგალიელის განცხადებით, მას უყვარს, როდესაც მეტოქის ფანები უსტვენენ.

„პირადად ჩემთვის სამწუხაროა უმაყურებლოდ თამაში, რადგან, როდესაც სტუმრად ვთამაშობ, მომწონს გულშემატკივარი რომ მისტვენს. თუმცა ჯანმრთელობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია და წესებს პატივი უნდა ვცეთ.უმაყურებლოდ თამაში ეს იგივეა, ცირკში წახვიდე და ჯამბაზები არ ნახო, ან ბაღში ყვავილების გარეშე ისეირნო.

მაგრამ, ამ ყველაფერს შევეჩვიე. თამაშამდე მედიტაციას ვაკეთებ, რადგან უკვე ვიცი, რომ სტადიონი ცარიელი იქნება. იმედი მაქვს, რამდენიმე თვეში ხალხი შეძლებს ტრიბუნებზე დაბრუნებას, რადგან ეს ჩვენი შოუსთვის ფუნდამენტური კომპონენტია“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუმ შვედეთის ნაკრებთან დუბლი შეასრულა, ეროვნულ ნაკრებში 101 გოლი აქვს გატანილი და ისტორიაში მხოლოდ ირანელ ალი დაეის ჩამორჩება.

0.114411