ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა „ფულჰემმა“ „პარი სენ ჟერმენიდან“ გამოცდილი მეკარე ალფონს არეოლა ინათხოვრა. ამის შესახებ ლონდონური კლუბის ვებგვერდი წერს.
„ფულჰემში“ 27 წლის მეკარე 2021 წლის ზაფხულამდე იჯარით დარჩება და ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს გამოსყიდვის ვარიანტს.
არეოლამ გასული სეზონი იჯარით მადრიდის „რეალში“ გაატარა, რომლის ღირსება 9 მატჩში დაიცვა. რაც შეეხება „ფულჰემს“ ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა და ახლა სეზონში ელიტარულ დივიზიონში გაატარებს.