საქართველოს ნაკრებისა და "ტულონის" მარჯვენა ბურჯი ბექა გიგაშვილი, ტოპ 14-ის 2020/2021 წლების სეზონის პირველი ტურის სიმბოლურში მოხვდა.
"ტულონი" პირველ ტურში "ლა როშელს" ეწვია და 15:29 დამარცხდა. გიგაშვილი სტუმართა მარქაფაში იყო, თუმცა თამაშში პირველსავე ტაიმში, 33-ე წუთიდან ჩაერთო და „მიდი ოლიმპიკის“-ს სიმბოლურში მოხვდა.
„ქართველი გუნდისთვის შეუფასებელი იყო, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში“ – წერია მის დახასიათებაში.