ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლარს ლაგერბეკმა ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში დიდებული დებიუტი ჰქონდა. გამოცდილი სპეციალისტის აზრით, ჰოლანდს შეუძლია კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის დონეზე თამაში.
„არასდროს მინახავს ბიჭი, რომელიც ისე გაიზარდა და დამკვიდრდა ამ ასაკში მას შემდეგ, რაც მესი და რონალდუ. ის მართლაც უნიკალურია, უმაღლესი კლასის მოთამაშე. მას აქვს ისეთი თვისებები, რომ თუ ტრავმებს თავიდან აიცილებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეხბურთელი გახდება.
შესაძლოა, მას ჯერ კიდევ სჭირდება გუნდური თამაშის გაუმჯობესება, მაგრამ ძალიან ახალგაზრდაა და უკვე უმაღლეს დონეზე თამაშობს. რასაც, საჯარიმოში აკეთებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე საუკეთესო ფეხბურთელია“, - აღნიშნა ლაგერბეკმა.
აქვე გეტყვით, რომ ჰოლანდმა ნორვეგიის ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა, დებიუტი ოთხი დრის წინ ავსტრიასთან ჰქონდა და გოლი გაიტანა, ხოლო გუშინ მეორედ მოირგო ეროვნული ნაკრების მაისური და ჩრდილოეთ ირლანდიასთან დუბლი შეასრულა.