ფეხბურთი

2:12 | 7.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: ესპანეთმა უკრაინა გაანადგურა, კოსოვომ წააგო

ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის გათამაშებაში სტარტი მეორე ტურმა აიღო და ყველაზე დიდ ინტერესს A დივიზიონის მეოთხე ჯგუფის მატჩები იწვევდა.

გერმანიის ნაკრები შვეიცარიას ესტუმრა და გულშემატკივარმა (ტელეეკრანიდან) საკმაოდ კარგი თამაში იხილა. ორივე გუნდი ხშირად უტევდა და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი გოლი გავიდა, თავისუფლად შეიძლებოდა უფრო შედეგიანი თამაში ყოფილიყო. იქლაი გუნდოგანის პირველი ტაიმის დასაწყისში გატანილ გოლს სილვან ვიდმერმა მეორე ტაიმის სტარტზევე უპასუხა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

გერმანია 2 ქულით მესამეა, ხოლო შვეიცარიამ პირველი ქულა მოიპოვა და ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

სამაგიეროდ, სათავეშია ესპანეთის ნაკრები, რომელმაც უკრაინა 4:0 გაანადგურა. ერთი გოლი ანსუ ფატის ანგარიშზეა, ის ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გახდა, ამასთან ერთა ლიგაზე ძირითად შემადგენლობაში მასზე ახალგაზრდულ ასაკში არავის უთამაშია... დუბლი შეასრულა სერხიო რამოსმა, ნაკრებში უკვე მესამედ. ესპანელმა „ფურია როხას“ ბოლო 15 მატჩიდან მეცხრეში მოახერხა თავის გამოჩენა, გარდა ამისა, 23 გოლი დაუგროვდა და ალფრედო დი სტეფანსო დაეწია (მე-8 ადგილი)! თუ ესპანეთი 4 ქულით პირველ ადგილზეა, უშანსოდ არც ანდრეი შევჩენკოს უკრაინაა, რომელიც 3 ქულით მეორე საფეხურს ამაგრებს.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია რუსეთის ნაკრების მორიგი გამარჯვება, ამჯერად უნგრეთთან. რუსებმა ბოლო 11 მატჩიდან 10 მოიგეს. ფინეთმა დუბლინში ირლანდიის ნაკრები დაამარცხა. ჩვენთვის, საინტერესო იყო კოსოვოს თამაშიც, რომელიც შინ საბერძნეთთან დამარცხდა და ორი ტურის შემდეგ კინკილა ქულა აქვს.

A დივიზიონი, ჯგუფი IV

ესპანეთი - უკრაინა 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 სერხიო რამოსი (3, პენ), 2:0 სერხიო რამოსი (29), 3:0 ანსუ ფატი (32), 3:0 ფერნა ტორესი (84)

შვეიცარია - გერმანია 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 გუნდოგანი (14), 1:1 ვიდმერი (58)

B დივიზიონი, ჯგუფი III

უნგრეთი - რუსეთი 2:3 (0:2)

გოლები: 0:1 ან. მირანჩუკი (15), 0:2 ოზდოევი (34), 0:2 მარიო ფერნანდესი (46), 1:2 სალაი (62), 2:3 ნიკოლიჩი (70)

სერბეთი - თურქეთი 0:0 (0:0)

B დივიზიონი, ჯგუფი IV

უელსი - ბულგარეთი 1:0 (0:0)

გოლი: 0:1 ვილიამსი 90)

ირლანდია - ფინეთი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 იენსენი (64)

C დივიზიონი, ჯგუფი III

სლოვენია - მოლდოვა 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ბოჰარი (28)

კოსოვო - საბერძნეთი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლიმნიოსი (2), 0:2 სიოვასი (51), 1:2 ბერიშა (82)

D დივიზიონი, ჯგუფი I

ანდორა - ფარერები 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ოლსენი (30)

მალტა - ლატვია 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ნვოკო (15), 1:1 გუილაუმერი (25, ა.გ)

თეგებიერთა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113084