ფეხბურთი

20:30 | 6.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ბარსელონა" ტიტულების მოგებას ლეო მესის გარეშეც გააგრძელებს"

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მიიჩნევს, რომ „ბარსელონა“ ტიტულების მოგებას ლიონელ მესის გარეშეც გააგრძელებს. ესპანელი სპეციალისტის აზრით, ნებისმიერი კლუბი ნებისმიერ ფეხბურთელზე მაღლა დგას.

„ვფიქრობ, რომ კლუბები ყველაზე მაღლა დგანან, ფეხბურთელებზე, მწვრთნელებსა თუ პრეზიდენტებზე. „ბარსელონა“ 1899 წელს დაარსდა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ის ყოველთვის იგებდა ტიტულებს. ცხადია, ლეო მესისთან და მის თანაგუნდელებთან ერთად ბევრი მოიგო, მას მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა კლუბთან. ლეო „ბარსას“ პოტენციალის ზრდას დაეხმარა. ჩემი გადმოსახედიდან ვისურვებდი, რომ ორივე მხარე შეთანხმებულიყო.

ცხოვრებაში უნდა იცოდე, როგორ იყო მადლიერი. ეს ორივე მხარეს ეხება. ასე რომ, ძალიან მინდა მათ შორის მეგობრული შეთანხმების ნახვა. ის დღე, როდესაც მესი ფეხბურთიდან წავა, სამწუხარო იქნება, რადგან ვეღარ ვნახავთ წარმოუდგენელი ფეხბურთელის თამაშს, მაგრამ კლუბი ტიტულების მოგებას ლეო მესის გარეშეც გააგრძელებს. „ბარსელონა“ ამას ყოველთვის აკეთებდა, სულ ესაა და ეს ჩემი აზრია, არ ვიცი მოეწონება ხალხს თუ არა, მაგრამ ასე ვფიქრობ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგხსენებთ, ლიონელ მესიმ ორი დღის განაცხადა, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე „ბარსელონაში“ დარჩება. ლუის ენრიკე არგენტინელს 2014-2017 წლებში წვრთნიდა.

0.103784