ფეხბურთი

20:51 | 5.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: „32 წლისა თავს უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 26-ის“

„ბაიერნის“ პოლონელი შემტევი, რობერტ ლევანდოვსკი ამბობს, რომ ამჟამად შესანიშნავ ფორმაშია.

„ვერ ვგრძნობ, რომ 32 წლის ვარ. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 26-სა. მხოლოდ ფიზიკურად კი არა, არამედ საფეხბურთო და ტექნიკური მაჩვენებლებითაც. ბოლო წლებში ძალიან ბევრს ვმუშაობდი. რათა ოპტიმალური დონისთვის მიმეღწია.“ - უთხრა ლევანდოვსკიმ გერმანულ Kicker-ს.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი გერმანელი სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის კვალად, ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გასულ სეზონში „ბაიერნის“ მაისურით ყველა ტურნირში პოლონელმა 47 მატჩი ჩაატარა, 55 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა.

0.120572