უეფას ერთა ლიგაზე კორონავირუსის გამო პირველი მატჩი გადაიდო, ჩეხეთსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის.
როგორც ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, ორშაბათს დაგეგმილი თამაში არ ჩატარდება, რადგან ჩეხეთის ნაკრებში კორონავირუსის პანდემია გავრცელდა. იზოლირებულნი არიან „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელი ტომას სოუჩეკი და „ლაიფციგის“ თავდამსხმელი პატრიკ შიკი.
შოტლანდიის ნაკრები კვირას ოლომოუცში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა, ცხადია სქოთები ჩეხეთს აღარ ეწვევია. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის ნაკრებმა გუშინ სლოვაკეთი სტუმრად 3:1 დაამარცხა.