ლივერპულის „ევერტონმა“ ბრაზილიელი ფეხბურთელი ალანი დაიმატა. როგორც ინგლისელთა ვებგვერდი იტყობინება, სამხრეთამერიკელთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმა.
ალანის სანაცვლოდ „ნაპოლიმ“ 25 მილიონი ევრო მიიღო, რასაც 3 მილიონის ბონუსიც დაემატება.
ბრაზილიელი „ნაპოლიში“ 2015 წლიდან თამაშობდა და 212 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „უდინეზესა“ და „ვასკო და გამას“ ღირსებას იცავდა.