ფეხბურთი

21:20 | 4.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი: "ძველი შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ, საქართველოს პატივს ვცემთ"

ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარელ ვოოლაიდმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მატჩამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ესტონელი სპეციალისტის ძირითადად საკუთარ გუნდზე საუბრით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ისინი ყველა მეტოქეს პატივს სცემენ.

გარდა ამისა, ვოოლაიდის აზრით, ეს მატჩი ბელარუსთან თამაშს წააგავს და მეტოქეს პატივს სცემენ, ამიტომაც, ყველა შესაძლო სცენარი უნდა გაითვალისწინონ.

„ყველა ფეხბურთელი მწყობრში არაა, მიხაელ ლილანდერი ვერ დაგვეხმაერება, ვარჯიშის შემდეგ სხვა მოთამაშეებთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. კენ კალასტესთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ ხვალ კარგ ფორმაში იქნება. ის პერიოდი, როდესაც ვვარჯიშობთ, ოპტიმალურად გამოვიყენეთ. ეჭვგარეშეა, რომ ეს თამაში ორგანულად უფრო ბელარუსთან მატჩის მსგავსია, ვიდრე ნიდერლანდებთან და გერმანიასთან, მაგრამ სპორტში ყველა მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ. მეტოქის საუკეთესო ფეხბურთელების მოქმედებები უნდა შევზღუდოთ და გავისთვალისწინოთ შესაძლო სცენარი, რადგან არ მინდა, რომ ძველი შეცდომები გავიმეოროთ.

დიახ, საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, მაგრამ ამ კვირაში ყველა ახალგაზრდა მოთამაშემ ოპტიმისტური სიგნალი გასცა. სადღაც არის მომენტი, როდესაც გამოცდილებას მნიშვნელობა აქვს და შესაძლოა გამოცდილი ფეხბურთელები შეცდომას ნაკლებად უშვებენ, მაგრამ თუ ისინი ნამდვილი სპორტსმენები არიან, საკუთარ შეცდომებზე ისწავლიან და დასკვნებს გამოიტანენ.

ვეძებ გამოცდილი მოთამაშეებისა და ახალგაზრდების ნაზავს, ჩვენ ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ევროპისკენ პირველ ნაბიჯებს დგამენ ან უბრალოდ ამისკენ მიისწრაფიან. ნათელია, რომ ამ ფეხბურთელებს ამბიცია აქვთ. გუნდში ბალანსი უნდა იყოს, ხვალ მოედანზე ახალგაზრდული სითამამე, საღი ზრი და რაზიონალიზმი იქნება. კორონავირუსის პანდემიას გუნდის განწყობაზე არ უმოქმედია, ერთი დიდი ცვლილება ვიზუალურია, რადგან სასტუმროში ნიღბებით დავდივართ. ზოგადი განწყობა ძალიან ახლოსაა ჩვეულებრივთან.

ბურთი საჯარიმომდე ხშირად უნდა მივიტანოთ, ამან შეიძლება დაბნეულობაც გამოიწვიოს, დანარჩენი ნიუანსებზეა დამოკიდებული. ბევრი ვესაუბრე ფეხბურთელებს, შევიმუშავეთ ბევრი თავდაცვითი და შემტევი სტანდარტი და გარკველ პრინციპებზე შევთანხმდით“, - აღნიშნა ვოოლაიდმა.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის პირველი ტურის მატჩი ესტონეთსა და საქართველოს შორის 5 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112653