ფეხბურთი

15:18 | 4.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" იოვიჩის დამატებას კვლავ ეცდება

იტალიური „მილანი“ ლუკა იოვიჩის ტრანსფერს კვლავ მიუბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას calciomercato.it ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მას შემდეგ რაც „როსონერიმ“ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტი გააფორმა, „რეალიდან“ იოვიჩის დამატება აღარ განიხილებოდა. თუმცა, „შავ-წითლები“ სერბ ფეხბურთელს 38 წლის შვედის შემცვლელად მოიაზრებენ და მისი გადმობირება კვლავ დღის წესრიგში დადგა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა იოვიჩმა 2019-2020 წლების სეზონში „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში 17 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.116049