სხვა

19:18 | 3.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" მსოფლიო თასის მფლობელი წყალბურთელი დაიმატა
დუშან ვასიჩი საქართველოს ნაკრებშიც ითამაშებს!

წყალბურთის გუნდმა „დინამო თბილისმა“ გამოცდილი წყალბურთელი, სერბი დუშან ვასიჩი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქური გუნდის ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა.

წყაროს ცნობით, 27 წლის სპორტსმენი მალე საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და შემდეგ წელს ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშებს.

ვასიჩმა კარიერა 2009 წელს დაიწყო და მას შემდგომ ისეთ კლუბებში უთამაშია როგორიცაა:“ ვოივოდინა“, „ფლორენცია“, „პანათინაიკოსი“, „იადრან სპლიტი“, „ვულიაღმენი“, „ცრვენა ზვეზდა“ და „შაბაცი“.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, მან სერბეთის გუნდთან ერთად მსოფლიო თასი მოიპოვა.

0.11276