ფეხბურთი

22:00 | 2.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიური „მილანის“ ყოფილ მფლობელს და ახლა „მონცას“ პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ვარაუდობენ, რომ ბერლუსკონი კუნძულ სარდინიაზე დაინფიცრდა, სადაც თავის მეგობარ ფლავიო ბრიატორეს სტუმრობდა, რომელსაც ასევე კორონავირუსი აქვს.

საინტერესოა, რომ შაბათს, „მონცა“ „სან სიროზე“ ამხანაგურ მატჩს „მილანთან“ გამართავს, მაგრამ სილვიო თავისი ამჟამინდელი და ყოფილი გუნდების დაპირისპირებას სტადიონიდან თვალს ვერ მიადევნებს. აქვე გეტყვით, რომ სილვიო ბერლუსკონი დაახლოებით 1 თვის წინ 84 წლის გახდა.

0.12568