ფეხბურთი

20:47 | 2.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" სორო "გრანადაში" გაუშვა

ესპანელი შემტევი ალბერტო სორო კარიერას "გრანადაში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია "გრანადას" და "რეალის" ოფიციალურმა ვებგვერდებმა დაადასტურეს. სორომ ახალ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მადრიდელებმა ტრანსფერში 2.5 მილიონი ევრო მიიღეს.

ალბერტო "სარაგოსას" აკადემიის აღზრდილია და "სამეფო კლუბმა" 2019 წელს 2.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასული სეზონი ფეხბურთელმა იჯარის წესით მშობლიურ გუნდში გაატარა. სორომ ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 34 შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.125463