ფეხბურთი

22:46 | 1.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

რიბერის მემკვიდრე: გნაბრიმ 7 ნომერი აირჩია

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა სერჟ გნაბრიმ სათამაშო ნომერი შეიცვალა და ამიერიდან კლუბში 7 ნომრით ითამაშებს.

გნაბრის გასულ სეზონში 22 ნომერი ჰქონდა აღებული, 7-ნომრიანი მაისურით კი „ბაიერნში“ 12 წლის განმავლობაში ფრანკ რიბერი თამაშობდა.

ფრანგი გნაბრის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „ეს ნომერი დაიმსახურე ძმაო. წარმატებები და იმედია შენით ვიამაყებ“.

0.120794