საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა იტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მეორე მატჩი გამართა. დავით უსტიაშვილის გუნდის მეტოქე ევროპის ჩემპიონატზე მომავალი მეტოქე გერმანია იყო, რომელსაც ქართველები ბოლო მეოთხედის დაწყებამდე 8 ქულით ამარცხებდნენ, თუმცა ორივე ცენტრალური თავდამსხმელმა 5 პერსონალური მიიღო, რასაც შეცდომებიც დაერთო და გერმანელებმა 76:67 იმარჯვეს.
“თამაშის განმავლობაში 14 ქულით ვიგებდით, მაგრამ კარგად დაწყებული მატჩი გამარჯვებამდე ვერ მივიყვანეთ”, - გვითხრა დავით უსტიაშვილმა, იტალიაში რომ შევეხმიანეთ, - “ბოლო პერიოდში ტანმაღალი მოთამაშეების გარეშე დავრჩით. შოთა გელაზონიამ და გიორგი ცირეკიძემ 5-5 პერსონალური ფოლი მიიღეს და მოედანი დატოვეს, ხოლო ლერი კვანტალიანმა კოჭი ამოიტრიალა და ვეღარ ითამაშა. ბოლო პერიოდში ავირიეთ, რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დავუშვით, ჩვენი სროლები არ ჩავარდა, გერმანელებს კი ტყორცნები წაუვიდათ და დავმარცხდით“.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო კვლავ ბექა ბურჯანაძე იყო, რომელმაც 26 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. ირაკლი მიქელაძემ 11 ქულა დააგროვა, ოთარ ფხაკაძემ და ნიკა რამიშვილმა კი შეხვედრა 8-8 ქულით დაასრულეს. საქართველოს ნაკრები ტურნირის ბოლო მატჩს რუსეთთან გამართავს, რომელმაც გუშინ გერმანიის განადგურების შემდეგ, მასპინძელ იტალიას 58:49 მოუგო.
“რუსეთს რეალურად 20-წლამდელთა ნაკრები არ ჰყავს. ეს არის ის გუნდი, რომელიც მსოფლიოს უნივერსიადისთვის ემზადება და რომელშიც 1989
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა შეხვედრა 23 ივნისს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. ამის შემდეგ, უსტიაშვილის გუნდი იტალიის ქალაქ ფომეჯი დიკადორეში გადაინაცვლებს, სადაც 28-30 ივნისს კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს ბულგარეთთან, უკრაინასთან და იტალიასთან ერთად.
საერთაშორისო ტურნირი. მოსკიანო სანტ-ანჯელო. იტალია. 22 ივნისი
გერმანია – საქართველო 76:67 (17:18, 14:24, 18:15, 27:10)
www.gbf.ge