კალათბურთი

19:49 | 1.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტუდისი: "შენგელიას კარგად ესმის სად მოხვდა და რა არის ცსკა"

მოსკოვის ცსკა-ს მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა თორნიკე შენგელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ადაპტაციას ადვილად გადის. გარდა ამისა, ბერძენმა აღნიშნა, რომ თორნიკეს და ნიკოლა მილუტინოვს კარგად ესმით სად მოხვდნენ და რას ნიშნავს ცსკა-ში თამაში.

„კარგად ვარ, მოსკოვში დავბრუნდი და სამსახურში დასაბრუნებლადაც მზად ვარ. კორონავირუსი უკვე წარსულია. მადლობა ცსკა-ს ყველა გულშემატკივარს გამამხნევებელი მესიჯებისთვის. ამ პერიოდში ვუკავშირდებოდი კალათბურთელებსა და ასისტენტებს, ყველა თამაში და ვარჯიში ვნახე, შესაბამისად, გუნდში სიტუაცია ვიცი.

შენგელია და მილუტინოვი ახალწვეულები არიან, მაგრამ დავინახე, რომ ორივეს ადაპტაცია სწრაფად მიმდინარეობს, მათგან მაქსიმუმს ველოდებით. ორივე მოტივირებული და ენთუზიაზმით სავსეა. ამავე დროს, მათ კარგად ესმით სად მოხვდნენ, რა არის ცსკა, ორივე მაღალი დონის სპორტსმენი და ძალიან მოტივირებულია“, - თქვა იტუდისმა.

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და რუსულ გუნდში მის ტრანსფერზე საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065088
სარეკლამო ადგილი - 99
X x X