„ლაციომ“ ჩირო იმმობილეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. როგორც „არწივების“ ვებგვერდი იტყობინება, იტალიელი გუნდში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.
იმმობილე „ლაციომ“ 2016 წელს დორტმუნდის „ბორუსიადან“ შეიძინა და გუნდის უდაო ლიდერად იქცა. გასულ სეზონში მან სერია A-ს ბომბარდირის ტიტული და „ოქროს ბუცი“ მოიგო (36 გოლით).
მთლიანობაში კი „ბიანკოჩელესტეს“ მაისურით ჩატარებულ 178 თამაშში 125 გოლი აქვს გატანილი.