ფეხბურთი

1:12 | 31.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე ძირითადში და "გენტის" ნანატრი გამარჯვება

გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი 2019-2020 წლების სეზონში და „გენტის“ პირველი გამარჯვება! იუპილერ ლიგის მეოთხე ტურში ქართველი ფეხბურთელი არათუ მოედანზე, არამედ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და მისმა გუნდმა ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ ნანატრი 3 ქულა მოიპოვა.

ლასლო ბოლონი ქართველ შემტევს ენდო და ალბათ არც ნანობს. ჩაკვეტაძე საკმაოდ აქტიურობდა და მატჩის დასაწყისშივე შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა ვერ მოახერხა. „გენტმა“ კი გადამწყვეტი და ერთადერთი გოლი ტაიმის მიწურულს გაიტანა, როდესაც იარემჩუკის გადაცემა ნიანგბომ დააგვირგვინა.

ჩაკვეტაძე მინდორზე 73 წუთი იმყოფებოდა და 56-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, პენალტს ითხოვდა და მსაჯმა სიმულაციად ჩაუთვალა... გიორგიმ მიმდინარე სეზონში პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა, 5 დღის წინ კი სპარინგში ნიდერლანდურ „ვილემ II“-თან გოლიც გაიტანა. გიორგი ქვილითაია განაცხადში არ ყოფილა და ბუნებრივია, არ უთამაშია.

„გენტმა“ ამ გამარჯვებით ბოლო ადგილს თავი დააღწია დამე-14 ადგილზე აღზევდა, მომდევნო შეხვედრას კი 11 სექტემბერს, „ეუპენთან“ გამართავს.

0.204809