ფეხბურთი

22:09 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" აკვირდებოდა

დონეცკის „შახტარის“ ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა შეიძლებოდა დანიურ „კოპენჰაგენში“ გადასულიყო. აღნიშნული ინფორმაცია დანიელთა გამოცდილმა მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა გაავრცელა.

„ახლა ხოჭოლავა ჩვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. ვაკვირდებოდით და გასულ წელს უკრაინაშიც ვიყავით მე და იოჰან ლანგი (დანიელთა მაშინდელი ტექნიკური დირექტორი) მასზე დასაკვირვებლად. თუმცა, იმის შემდეგ ხშირად თამაშობდა, „ინტერთანაც“ ითამაშა ევროპა ლიგის ნახევარფინალში და ეს ჩვენთვის ცუდი ნიშანი იყო“, - ციტირებს დანიური მედია სოლბაკენის სიტყვებს.

შეგახსენებთ, დავით ხოჭოლავა „შახტარს“ 2017 წელს ოდესის „ჩერნომორეციდან“ შეუერთდა და დონბასელთა რიგებში სამჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი. თუმცა, ჩვენებურმა მუდმივი სათამაშო პრაქტიკის მიღება უკრაინულ გუნდში დღემდე ვერ მოახერხა.

0.116946