მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა „ლივერპულში“ გადასვლასთან ახლოსაა. „რეკორდმაისტერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინ რუმენიგემ ეს ინფორმაცია გერმანულ მედიასთან დაადასტურა.
„ველით, რომ ამ დღეეში წინადადებას მივიღებთ. მნიშვნელოვანია, რომ მან შეძლო ჩვენება, რომ მაღალ დონეზე თამაშობს, დიდ მატჩებშიც კი“, - თქვა რუმენიგემ.
შეგახსენებთ, ტიაგო ალკანტარა „ბაიერნში“ 2013 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში 235 მატჩში 31 გოლი გაიტანა, 7-ჯერ ბუნდესლიგა მოიგო, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა.