ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კრიშტიანუ რონალდუსა და ლიოენლ მესის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, რონალდუმ ყველაფერი მოიგო, მესის კი ჩავისა და ანდრეს ინიესტას წასვლის შემდეგ მნიშვნელოვანი არაფერი მოუგია.
„კრიშტიანუ რონალდუს კარიერის დასრულება ნებისმიერ მომენტში შეუძლია, მან ყველაფერი მოიგო. ტიტულები სხვადასხვა გუნდებთან, ეროვნულ ნაკრებთან ერთად და ინდივიდუალური ჯილდოებით, სამაგიეროდ, მესის კიდევ უფრო მეტის გაკეთება მოუწევს მსოფლიო ფეხბურთისთვის, მას მნიშვნელოვანი არაფერი მოუგია მას შემდეგ, რაც ჩავი და ინიესტა „ბარსელონადან“ წავიდნენ და არაფერი მნიშვნელოვანი მოუგია არგენტინის ნაკრებში. ახლა VAR-ის ეპოქაში მას"კამპ ნოუს" გარეთაც არ შეუძლია გამარჯვება. საბოლოოდ, დრო გვიჩვენებს რეალობას, კრიშტიანუ საუკეთესოა მსოფლიოში, მესი - ალბათ „ბარსელონაში“, - თქვა კლოპმა Marca-სთან საუბარში.